1.პროექტის სახელწოდება: ვაჟა–ფშაველას დაბადებიდან 150 წლისთავისადმი
მიძღვნილი კვირეული
2.პროექტის მთავარი თემა: ვაჟა–ფშაველას შემოქმედების უკეთ შესწავლა და
ქართულ ლიტერატურაში მისი როლის გაცნობიერება.
3.პროექტის აქტუალობა: ვაჟას შემოქმედება ყოველ დროში აქტუალურია და
არასოდეს დაკარგავს თავის ღირებულებას.
არასოდეს დაკარგავს თავის ღირებულებას.
4.პროექტის მიზნები: მოიძიონ უფრო მეტი ინფორმაცია მწერლის შესახებ,გაეცნონ
ვაჟას ცხოვრებისა და მოღვაწეობის საინტერესო ეპიზოდებს, გამოიყენონ სხვადასხვა სახის ისტ საშუალებები ინფორმაციის მოძიებისა და ციფრული მასალის შექმნისას . კვლევის, ძიების, დაგეგმვის, პრეზენტაციისა და თანამშრომლობის, დამოუკიდებელი და ჯგუფური მუშაობის უნარჩვევების განვითარება.
5.მონაწილეთა ასაკი: 7–16 წელი.
6.ხანგრძლივობა: 1 თვე
7.მოსალოდნელი შედეგები: შეიქმნება ვაჟას ცხოვრების ფოტოკოლაჟი, ხელნაწერი ჟურნალი, კვირეულის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების ვიდეო და ფოტო მასალები, მოსწავლეები დარწმუნდებიან ვაჟა–ფშაველას სიდიადეში,უკვდავებასა და მარადიულობაში, ხელშესახებად იგრძნობენ პოეტის სამყაროსა და ადამიანურ ღირებულებებს.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ინტერნეტ რესურსები:
- ა. არაბული"ვაჟკასობისას ამბობენ“,
- აუდიო დისკების ნაკრები ,,ვაჟა–ფშაველა,“
- ხმელი მცენარეები ,ფერადი ცარცი,ფორმატები.
9.პროექტის მსვლელობა:
აქტივობა1. მოსწავლეები ესტუმრებიან ჩარგალს, გაეცნობიან მწერლის დაბადების ადგილს, სადაც მან გაატარა ცხოვრების უმეტესი ნაწილი.მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად. ერთი ჯგუფი ჩარგლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდება, გაუზიარებენ აზრებს თემაზე: ,,ჩვენ დიდი ვაჟასა და დავითის ნაკვალევზე ვიზრდებით“, მეორე ჯგუფი აწარმოებს გასაუბრებას მუზეუმის თანამშრომლებთან და ეცნობიან ვაჟას ცხოვრებიდან მათთვის უცნობ დეტალებს, მესამე ჯგუფი აწარმოებს გასაუბრებას ფშავის მოსახლეობასთან და ეცნობა ამ მხარის ფოლკლორულ ტრადიციებს, ახდენენ ნანახის ვიდეო და ფოტო–მასალების შექმნას.მოსწავლეები მოინახულებენ ვაჟა–ფშაველას მამა–პაპათა საძვალეს და ყვავილებით შეამკობენ პოეტის შვილების გულქან და ვახტანგ რაზიკაშვილების საფლავებს.
აქტივობა2. სკოლაში მოეწყობა ბავშვთა ნახატების გამოფენა,, გაუბედავი ფუნჯი დიდ ვაჟას“ და ხმელი მცენარეებისაგან შექმნილი მხატვრული კომპოზიციების გამოფენა ,,მარჯვე ხელები დიდ მგოსანს“
აქტივობა3. გაიხსნება პედაგოგ ხ.გურულის პერსონალური გამოფენა,სადაც წარმოდგენილი იქნება ფშავ– ხევსურეთის მოტივები.
აქტივობა4. კვირეულის მიმდინარეობის პერიოდში მოსწავლეები მოისმენენ გ. ხარაბაძის მიერ წაკითხულ ვაჟას შემოქმედებას ,რაც გახდება ფონი მხატვრული კითხვის კონკურსისა.
აქტივობა5. მოსწავლეები მოინახულებენ ვაჟას საფლავს მთაწმინდაზე,ესტუმრებიან ლიტერატურის ინსტიტუტს,მოისმენენ პროფესორ ა. არაბულის ლექციას თემაზე:მითოსური აზროვნება,ფოლკლორი და ლიტერატურული დისკურსი, ევროპული და კავკასიური გამოცდილება“. ამავე ინსტიტუტში გაეცნობიან ვაჟას წერილების არქივს.
აქტივობა6. გაიმართება კალიგრაფისტთა კონკურსი,რაც ვაჟას შემოქმედების ფონზე თანამედროვე კალიგრაფული ხელნაწერების დემონსტრირებას ისახავს მიზნად.საუკეთესო ხელნაწერები ჟურნალის სახით გადაეცემა სკოლის ბიბლიოთეკას.
აქტივობა7. მოსწავლეები გაეცნობიან ვაჟას შემოქმედებაში ბუნების როლს,განიხილავენ ნაწარმოებებს სადაც ხაზგასმულია ბუნების დანიშნულებაზე,ისაუბრებენ თანამედროვე ეკოლოგიურ პრობლემებზე.მოაწყობენ აქციას სკოლისა მისი მიმდებარე ტერიტორიის დასასუფთავებლად.
აქტივობა 8. გაიმართება ლიტერატურულ–თეატრალური კომპოზიცია:,, გაცოცხლებული კაი ყმა“.გათამაშებული იქნება ნაწყვეტები,,ალუდა ქეთელაურიდან“ და ,,სტუმარმასპინძლიდან“.
ატქივობა 9. კლასები მიიღებენ ვაჟას წერილებს(ნაკლებად ცნობილ და აქტუალურ პუბლიცისტურ წერილებს),მოეწყობა მათი გაცნობა–განხილვა,იმსჯელებენ და პარალელებს გაავლებენ დღევანდელობასთან. დაიწერება წერილები ვაჟასადმი xxi საუკუნიდან.
აქტივობა 10 .მოეწყობა ბუნებაში ხატვა ცარცით ,,ერთი დღე ვაჟას სამყაროში“.
აქტივობა 11. ლიტერატურული სალონი უმასპინძლებსმოსწავლეთა იმ ჯგუფს,რომლებიც ინგლისურ,გერმანულ და რუსულ ენებზე ააჯღერებენ პოეტის შემოქმედების ფრაგმენტებს,მოისმენენ ნორჩ მთარგმნელთა თარგმანებს ვაჟას პროზიდან.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ესგ–თან კავშირი:ქართული ენა და ლიტერა ტურა, ისტორია ხელოვნება.
11.პროექტის ხელმძღვანელი: დალი სარალიძე
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:darejan-saralidze.blogspot.com